10.06.2019

ციფრული სკოლა


ახალი სკოლის მოდელი - ციფრული სკოლა



     "ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში „ციფრული სკოლა - საქართველო“, რომელიც ესტონეთისა და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ინტერაქტიულ სწავლებაზეა ორიენტირებული.
      სკოლაში შეიქმნა ლიდერთა ჯფუფი (კობა სამურკასოვი, კახაბერ გოგინავა, მაკა კვარაცხელია, თეონა სარალიძე, სალომე გუნია და ნონა ჩხიტუნიძე) რომელმაც კვლევის საფუძველზე შეისწავლა სკოლის ციფრული სასწავლო პრაქტიკა. მასზე დაყრდნობით შემუშავდა ციფრული სტრატეგია და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს სკოლაში ციფრული კულტურის დანერგვას






სამუშაო პროცესში