22.06.2019

ნინო კილასონიას პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლა

თემა: წერითი მეტყველების უნარის განვითარება V კლასის მოსწავლეებში“

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: ნინო კილასონია









2018 – 2019 სასწავლო წელი

სარჩევი
შესავალი ---------------------------------------------- 4
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები
1.1         მოკლე ინფორმაცია -  Vდ კლასის მოსწავლეთა დახასიათება ---------------------------------------- 4
1.2         პრობლემა და საკვლევი საკითხი--------------------- 4
1.3         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები----- 5
1.4         კვლევის მიზანი----------------------------------------- 5
1.5         კვლევის ამოცანები ------------------------------------ 5
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა -------------------------------- 6
თავი III
პრაქტიკული კვლევის კვლევის არსი, ძირითადი საკვლევი კითხვები ----------------------------------------- 9
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი ------------------------------- 9
4.2 კვლევის მეთოდები ------------------------------------- 10
4.3 კვლევის ვადები ----------------------------------------- 10

თავი V
კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი ----------------------------------- 11
5.2 კვლევის მიგნებები ------------------------------------- 15
5.3 ინტერვენციები ----------------------------------------- 15
5.4 განხორციელებული ცვლილებები ------------------- 15
თავი VI
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1 რეკომენდაციები -------------------------------------- 16
6.2 ინტერვენციის შეფასება ------------------------------ 17
თავი VII
დასკვნა/რეფლექსია ---------------------------------------- 17
გამოყენებული ლიტერატურა ---------------------------- 18
დანართი 1---------------------------------------------------- 19
დანართი 2 --------------------------------------------------- 20
დანართი 3 --------------------------------------------------- 21






შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის Vდ კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
ნაშრომში განხილულია მოსწავლეებში წერით მეტყველებაში წამოჭრილი პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი აქტივობები და განხორციელებული ცვლილებები.

თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1  მოკლე ინფორმაცია -  Vდ კლასის მოსწავლეთა დახასიათება
კლასი დაკომპლექტებულია ისეთი შესაძლებლობების მქონე მოსაწავლეებით, რომლებსაც შესწევთ უნარი,  გაიგონ, აითვისონ, ადეკვატურად აღიქვან ნებისმიერი, ასაკობრივად მათთვის განკუთნილი მასალა. ძალიან უყვართ მაორგანიზებელ სქემებზე მუშაობა, ხალისით ერთვებიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებშიც. დაკისრებულ დავალებას თითქმის ყოველთის პასუხისმგებლობით ასრულებდნენ. უყვართ ასევე კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა, გაწევრიანებულნი არიან სკოლისა და საბავშვო ბიბლიოთეკაშიც.

1.2 პრობლემა და საკვლევი საკითხი
V კლასი წელს ჩავიბარე, შესაბამისად, ინფორმაცია მოსწავლეთა საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული უნარების შესახებ მივიღე დაწყებითი კლასის მასწავლებლისგან. ვფიქრობ, აღნიშნული ინფორმაცია დამეხმარა მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ესგ - თი გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის მიღწევაში.
მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა-გააზრება, ინტონაციის დაცვა, წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პერსონაჟების დახასიათება, თანაგანცდის გამოხატვა, უყვართ როლური თამაშებითა და იმპროვიზაციის გზით ტექსტების წაკითხვა, თხრობა. ადგენენ ნაწარმოების გეგმას. თავადაც შეუძლიათ მცირე ზომის თხზულების შედგენა, მაგრამ აზრს უკეთ გადმოსცემენ ზეპირმეტყველებით, ვიდრე - წერილობით.  ზოგადად, წერილობით აზრის ნათლად, თანმიმდევრულად, ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვით გადმოცემა უჭირთ. 



რა არის მოსწავლეებში წერითი მეტყველების უნარის განვითარების შემაფერხებელი?
როგორ უნდა განვუვითარო ბავშვებს წერილობით აზრის უკეთ ჩამოყალიბებისა და ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვის უნარი?
ეს ის პრობლემებია, რომელთა მოსაგვარებლადაც გადავწყვიტე Vდ კლასის მოსწავლეებში გამეხორციელებინა აღნიშნული კვლევა.

1.3  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
Ø  მოსწავლეები საკმარისად არ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.
Ø  კითხულობენ, მაგრამ ნაკლებად ხდება წაკითხულის გარშემო ფიქრი, განსჯა, აზრთა გაზიარება წერილობითი ფორმით, რადგან, როგორც წესი, მოსწავლეებს ეზარებათ თხზულებების წერა
Ø  ყველა მოსწავლეზე მორგებული დავალების დეფიციტი
Ø  მოსწავლეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობა

1.4  კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო მოსწავლეებში წერით მეტყველებაში წამოჭრილი პრობლემები და მოვნახო მისი გადაჭრის ოპტიმალური გზები.

სარგებელი
მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების უნარი. მეტად შეუყვარდებათ მხატვრული ლიტერატურის გააზრებული კითხვა. გათვალისწინებული იქნება მათი გემოვნება მხატვრული ლიტერატურის შერჩევისას და წერითი დავალებების მიცემისას. ამით გაიზრდება მათი მოტივაცია, რაც, ვფიქრობ, დაძლევს წერასთან დაკავშირებული სიზარმაცესა და სირთულეებს.


1.5  კვლევის ამოცანები
Ø  თითოეული მოსწავლის, როგორც მკითხველის, ინტერესსა და გემოვნებაზე დაკვირვება
Ø  მშობელთა გამოკითხვა
Ø  მოსწავლეთათვის საინტერესო წერითი დავალებების მიცემა
Ø  მონაცემების კოდირება და ანალიზი
Ø  შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია



თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა

სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას, ზეპირი მეტყველებისგან განსხვავებით, ძალიან უჭირს წერა. წერის სწავლება, ალბათ, ყველაზე რთული ამოცანაა, რომლისთვისაც თავის გართმევაც ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს უჭირთ, ხოლო როგორ ვასწავლოთ კარგად წერა, ალბათ, ყველაზე რთულად პასუხგასაცემი შეკითხვაა. ერთია გამართულად წერა, მეორეა აზრის გამართულად კომუნიკაციის უნარი. პირველის სწავლება ბევრ რამეს უკავშირდება: მათ შორის, გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნას. მეორეს სწავლება კი წარმოუდგენელია, თუ მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდან ხშირად არ შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებას: წაკითხულის შინაარსის გადმოცემის უნარი, დასმული შეკითხვის გააზრებისა და მასზე ამომწურავი პასუხის გაცემის უნარი, თავისუფალ თემაზე დაწერილი დავალებების შესრულების უნარი - ეს ყველაფერი ნელ-ნელა უვითარებს ბავშვს წერით უნარებს.
ნესტან რატიანი თავის წერილში „როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების წერითი კომუნიკაციის უნარი - სახელდახელო ნაწერები“ საუბრობს წერითი დავალების ერთ-ერთ სახეზე, რომელიც ხშირად უნდა მოვსთხოვოთ მოსწავლეებს, „სახელდახელოების დაწერა“. ეს მეთოდი ეხმარება მათ ისწავლონ, როგორ დაალაგონ სათქმელი, როგორ გადმოსცენ მარტივად ის, რაც მთავარია, არ მიედ-მოედონ ზედმეტს. სახელდახელოების დასაწერად გაკვეთილის ბოლო წუთები უნდა გამოვიყენოთ. სახელდახელოებისთვის მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა გაუმზადოთ და ჩამოაწერინოთ რვეულის თავში ან ბოლოში. ეს შეკითხვები მათი გზამკვლევი იქნება წერის პროცესში. თითო სახელდახელო ერთ რომელიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხი უნდა იყოს. მოსწავლე თავისუფალი უნდა იყოს შეკითხვის არჩევისას. ეს შეკითხვები დაგეხმარება სწორად დაგეგმოთ გაკვეთილი. თუ მიხვდებით, რომ მოსწავლე ჩამოთვლილი შეკითხვებიდან ვერც ერთს პასუხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილს რაღაც დააკელით. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ სასურველი შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარება საქმიანობის გასაანალიზებლად.
წერილში ნესტან რატიანი თავაზობს რამდენიმე შეკითხვას:
1.      რისი გაგება გაგიჭირდათ და რისი გაგება გაგიადვილდათ ტექსტზე მუშაობისას?
2.      რა კავშირები დაინახეთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებსა და თქვენს გამოცდილებას შორის? ან: როგორ დაუკავშირებთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებს თქვენს კულტურულ გამოცდილებას?
3.      მწერლის მიერ გამოყენებული მხატვრული ოსტატობის რომელი ასპექტი იყო განსაკუთრებით საინტერესო თქვენთვის?
4.      რა როლი ეკისრება მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შესწავლილ ნაწარმოებში?
5.      რამდენად მნიშვნელოვანი იყო დრო და ადგილი ნაწარმოებისთვის (სიუჟეტისთვის, მწერლის სათქმელის უკეთ გამოსახატად)?


6.      ამოიცანით რომელიმე სიმბოლო, მოტივი ან გამომსახველობითი საშუალება და იმსჯელეთ მასზე.
7.      რომელი პერსონაჟია ნაწარმოებში ისეთი, რომლის ფუნქციაც კულტურული ღირებულებების დაცვაა?

სახელდახელოს წერისას თხოვთ მოსწავლეებს, გაითვალისწინონ და, სანამ წერას დაიწყებენ, მიუთითონ, რომელ ნაწარმოებს განიხილავენ და რომელ ეპიზოდს შეეხებიან. ასე რვეული უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება.

წერის სწავლების ხანგრძლივი და რთული პროცესი რომ უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებისათვის, ჟურნალ „მასწავლებელში“ მარიამ გოდუაძე გვთავაზოს წერილს: „წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები“, რომელშიც საუბრობს მრავალფეროვან აქტივობებზე, რათა მოსწავლე დაეუფლოს სხვადასხვა სახის ტექსტების შექმნას.                                                                                                                              
   წერის მეთოდი

რესურსი
ილუსტრაცია და კარნახი
ფურცელი, ფანქრები/ფლომასტერები
მინიშნებები თავისუფალ თემაზე წერისთვის
სურათი, საგნები, ფოტო, რვეული
პირადი დღიური
რვეული/ბლოკნოტი, კალამი
წერა ბარათის მიხედვით
სურათიანი ბარათები, რვეულები
ხუთსტრიქონიანი ლექსი და მისი ვარიაციები (ბრილიანტი და სხვ.)
ფურცელი, კალამი
გრაფიკული ლექსები (პირამიდა, სოკო)
ფურცელი, კალამი
ხუთსაფეხურიანი წერა
ფურცელი, კალამი
წერის ექვსი ასპექტი
ფურცელი, კალამი
როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა (RAFT)
რვეული, კალამი, დაფა და ცარცი/ფორმატის ქაღალდი და მარკერი
იდეები შემოქმედებითი წერისთვის
თემების ჩამონათვალი
სამწუთიანი წერა
რვეული, დაფა ცარცი
სწრაფი წერა
რვეული, კალამი
წერა ილუსტრაციების მიხედვით
საინტერესო ილუსტრაციები, ფურცელი, კალამი
მოთხრობების/ზღაპრების ჩარჩო
დაფა, რვეული, ფურცელი/შესავსები სქემა
დაწერე მოთხრობა
თვისებების, გარემოებებისა და პრობლემების ნუსხა, ფურცელი, კალამი
ლექსიკური ერთეულებით ამბის შეთხზვა +და დასათაურება
სიტყვების ბარათები, ფურცელი, კალამი
12 სიტყვიანი რეზიუმე (შეჯამება)
ფურცელი, კალამი
ქარგები (შაბლოები წერისთვის)
სამუშაო ფურცელი ქარგით

ეს ტექნიკები, როგორც წესი, ისეთი სტრატეგიებიარომლებიც ეხმარება მოსწავლეებს წერის უწყვეტი პროცესის  შენარჩუნებასა და თავისი ჩანაფიქრის სრულყოფაში. მთავარია, მოსწავლეებს გავააზრებინოთ, რა არის და როგორ უნდა დავიწყოთ წერა, გავაცნობიერებინოთ, წერის სწავლების კითხვასთან ინტეგრირების აუცილებლობა,
ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნის კითხვით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და მასწავლებლის როლი, მაგრამ არანაკლები ძალა აქვს მეგობრების რჩევასა და მათი გამოცდილების გათვალისწინებას. საკუთარ თავზეც რომ წარმოვიდგინოთ, ხშირად დაგვიწყია ისეთი წიგნის კითხვა, რომელიც ჩვენს მეგობარს მოსწონს. რატომ? პასუხი მარტივიავენდობით მის გემოვნებას.
ჟურნალ „მასწავლებელში“ ნათია ფურცელაძე თავისი წერილში: „მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი“ საუბრობს, რომ კლასელებთან ერთად კითხვას მართლაც შეუძლია ბავშვების დამეგობრება და მათი გახალისება, მთავარია, ამას მასწავლებელი აცნობიერებდეს. ასეთ დროს არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენცია უვითარდებათ მოსწავლეებს, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობასაც სწავლობენ. შესაბამისად, ავტორი გვთავაზობს აქტივობას „თვის წიგნი“, რომელიც უკავშირდება წაკითხულ წიგნ(ებ) და ზოგჯერ კედლის გაზეთის მომზადებას გულისხმობს, ხანაცმეგობრებთან ერთად შეკრებასა და საუბარს, ხანდახან შემაჯამებელი დავალებაც ყოფილა, ლიტერატურული თამაშიც და სახალისო ვიქტორინაც. კითხვა რომ მოსაწყენ პროცესად არ იქცეს, ფორმას ვცვლით, უცვლელი რჩება მთავარი მიზანიბავშვებმა წიგნი უნდა წაიკითხონ, თანაკლასელებს გააცნონ და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარონ.


თავი III
პრაქტიკული კვლევის არსი
ძირითადი საკვლევი კითხვები
 გამოვკვეთე საკვლევი პრობლემა: წერითი მეტყველების უნარის განვითარება მოსწავლეებში და კვლევისათვის ჩამოვაყალიბე მთავარი კითხვა:
Ø  რა არის V კლასის მოსწავლეებში ამის გამომწვევი მიზეზები?
Ø  როგორ განვუვითარო მათ ეს უნარი?
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, გუნდურ მიდგომას, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთ გუნდად ერიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
ამიტომაც კვლევა განვახორციელე მე-5 კლასში და ჩავრთე მოსწავლეთა მშობლებიც.
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში, ვფიქრობ, დამეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემა:
Ø  რა ჟანრის ლიტერატურას და რა სიხშირით კითხულობენ მოსწავლეები
Ø  ვინ ურჩევს მათ საკითხავ ლიტერატურას და ხდება თუ არა მათი ინტერესების გათვალისწინება საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას?
Ø  რა სახის წერითი დავალებები მოსწონთ მოსწავლეებს?

კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1.      მე-5დ კლასის მოსწავლეები - 20 მოსწავლე
2.      მე-5დ კლასის მოსწავლეთა მშობლები - 20 მშობელი
3.      სკოლის ბიბლიოთეკარი
4.      დაწყებითი კლასის მასწავლებელი


თავი IV
კვლევის დიზაინი
კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1.      მე-5დ კლასის მოსწავლეები



1.      კვლევის მეთოდები
მონაცემთა შეგროვება მოხდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
v  გამოკითხვა - აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე:

ა) რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობთ ყველაზე ხშრად?
ბ) ვინ გირჩევთ საკითხავ ლიტერატურას
გ) ხდება თუ არა თქვენი ინტერესების გათვალისწინება საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას?
დ) რა სახის წერითი დავალებები მოგწონთ? (ესე; კითხვებზე პასუხი; წაკითხული ნაწარმოების გმირის დახასიათება; ტესტური დავალება...)
კითხვები იყო დახურული, ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება, პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და, შესაბამისად, მათ მიერ გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.
v  ანკეტირება - მივმართე ანკეტირებას. კითხვები მომზადდა მოსწავლეთა მშობლებისათვის
v  ინტერვიუ - აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია მე-5დ კლასის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნონა ჩხიტუნიძის შეხედულება მოსწავლეებზე.
v  ინტერვიუ - აღნიშნულ მეთოდს მივმართე სკოლის ბიბლიოთეკართან, რათა გამერკვია, რა სიხშირით და რა სახის ლიტერატურას კითხულობენ ჩემი მოსწავლეები.
v  ფოკუსირებული დაკვირვება - ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.
v  მეორადი მონაცემების ანალიზი - ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.

2.      კვლევის ვადები

აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პრობლემის შერჩევა
ü   


კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
ü   


მოსწავლეთა გამოკითხვა
ü   


მონაცემების შეგროვება და ანალიზი
ü   


ინტერვიუ პედაგოგთან
ü   


ინტერვიუს შედეგების ანალიზი
ü   


მშობელთა ანკეტირება

ü   

მიღებული შედეგების ანალიზი

ü   

ინტერვიუ ბიბლიოთეკართან

ü   

ინტერვიუს შედეგების ანალიზი

ü   

მეორადი მონაცემების ანალიზი

ü   

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

ü   

ინტერვენციის განხორციელება


ü   
ინტერვენციის შედეგებია ანალიზი


ü   
პრეზენტაცია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან, შედეგების გაცნობა


ü   


თავი V
კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი
            გამოკითხვამ მე-5დ კლასის მოსწავლეებთან საშუალება მომცა, ზოგიერთ საკითხს ჩავღრმავებოდი და დამედგინა პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
გამოკითხვამ მიჩვენა, რა სახის ლიტერატურას კითხულობენ ჩემი მოსწავლეები, ვინ ურჩევს მათ საკითხავ მასალას, ხდება თუ არა მათი ინტერესის გათვალისწინება და რა სახის წერითი დავალებები მოსწონთ.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 50% (10 მოსწავლე) ყველაზე ხშირად კითხულობს სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურას, 50% კი - სხვადასხვა ჟანისას. 35% - ს (7 მოსწავლე) მშობელი ურჩევს,  30% (6 მოსწავლე) თავად არჩევს წიგნებს, 35% (7 მოსწავლე)  კი ხან თავად არჩევს, ხან მშობელი ან მასწავლებელი ურჩევენ.
85% (17 მოსწავლე) აღნიშნავს, რომ მათ გემოვნებასა და ინტერესებს ითვალისწინებენ ლიტერატურის შერჩევისას. გამოკითხვამ მიჩვენა, რომ მხოლოდ (1 მოსწავლე) მოსწონს ესეს წერა, რაც ვფიქრობ, იმის მიმანიშნებელია, რომ მათ უჭირთ წერითი მეტყველება.

ანკეტირებამ მე-5დ კლასის მშობლებთან მიჩვენა, რომ მოსწავლეები IV კლასში ყველაზე ხშირად ასრულებდნენ ტესტურ დავალებებს, იშვიათად წერდნენ თხზულებებს, მშობლები აღნიშნავდნენ, რომ წერითი დავალებების შესრულებაში იშვიათად ეხმარებოდნენ შვილებს, ანკეტირების დროს მშობელთა უმრავლესობამ აღიარა, რომ ბავშვებს უჭირთ თხზულების წერა. მოსწავლეები კითხულობენ მხოლოდ სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურას და 12 მათგანი თავად არჩევს წასაკითხ წიგნს.
             ინტერვიუმ მე-5დ კლასის დაწყებითი კლასების მასწავლებელთან ქალბატონ ნონა ჩხიტუნიძესთან საშუალება მომცა ახლოს გავცნობოდი მოსწავლეთა უნარებს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით. მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. მათ მიღწევებსა და მისაღწევ შედეგებს.
კითხვარი შევავსე პირდაპირ ინტერვიუს საფუძველზე. შევაგროვე ძირითადი ინფორმაცია:
1.      რა სიხშირით აძლევდა კლასს წერით დავალებებს მე-4 კლასში?
2.      რა სახის წერითი დავალებები მოსწონდათ მოსწავლეებს?
3.      დამოუკიდებლად ასრულებდნენ თუ არა წერით დავალებებს?
4.      იყვნენ თუ არა ჩართული მშობლები სასწავლო პროცესში?
5.      რა სახის ლიტერატურას კითხულობენ მოსწავლეები?
6.      რა სახით ტარდებოდა კითხვის საათის გაკვეთილები მე-4 კლასში?
პედაგოგთან ინტერვიუს მიზანი იყო ჩემთვის უცნობ მოსწავლეებზე მეტი ინფორმაციის მოგროვება, რათა სწავლა - სწავლების პროცესი ყოფილიყო უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული და ამ ბავშვებთან მუშაობა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, დამეწყო საგნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირებითა და აღმოფხვრით.
ინტერვიუს საფუძველზე გაირკვა, რომ წერით დავალებებს მე-4 კლასში მოსწავლეები ასრულებდნენ ყოველ დღე. ისინი არ გამოხატავდნენ განსაკუთრებულ ინტერესს რომელიმე ტიპის დავალების მიმართ, თუმცა აქტივობის რვეულში მოცემული სავარჯიშოები უფრო მოსწონდათ, ვიდრე - რვეულში ჩასაწერი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსწავლეები ხალისით არ ასრულებდნენ წერით დავალებებს, რომლებიც მეტ ძალისხმევას მოითხოვდა მათგან. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის გადმოცემით, ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ დავალების შესრულებას და 3-4 მოსწავლის გარდა, დამოუკიდებლად ასრულებდნენ მას.
სწავლა-სწავლების პროცესში მშობელთა ჩართულობა შენელდა მე-3 - მე - 4 კლასში.
მე-4 კლასში სკოლის ბიბლიოთეკაში გაერთიანებული იყო ყველა მოსწავლე, თუმცა ბიბლიოთეკართან ინტერვიუში გამოიკვეთა, რომ წელს მხოლოდ 6 მოსწავლეა გაერთიანებული. ბავშვები, უმეტესად, ინტერესდებიან საბავშვო სათავგადასავლო ლიტერატურით.
დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკითხავ ლიტერატურას თავად ურჩევდა მე-4 კლასში მოსწავლეებს და ითვალისწინებდა მათ ინტერესებს. ამ მიმართულებით მას დახმარებას სკოლის ბიბლიოთეკარიც უწევდა.
რეგულარულად ტარდებოდა მე-4 კლასში კითხვის საათი და სრულდებოდა აქტივობები წაკითხულის გასააზრებლად. ამას უფრო ხშირად ჰქონდა ზეპირი ხასიათი. იშვიათად - წერილობითი.

ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა კითხულობს მხოლოდ ერთი ჟანრის ლიტერატურას, მშობლები, ბიბლიოთეკარი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი მე-4 კლასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკითხავი წიგნების შერჩევის პროცესში, თუმცა წელს მხოლოდ 6 მოსწავლეა გაწევრიანებული სასკოლო ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებს მოსწონთ სხვადასხვა სახის წერითი დავალების შესრულება მხოლოდ აქტივობის რვეულში, რაც ნაკლებ შრომას მოითხოვს მათგან, მაგრამ არ მოსწონთ ესეს წერა.

მეორადი მონაცემების ანალიზი














5.2 კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø  საგაკვეთილო პროცესში წერით დავალებებზე ნაკლები ყურადღების დათმობა
Ø  ესეს წერის დროს მოსწავლეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობა.
Ø  ლიტერატურულ კონკურსებში მოსწავლეთა არასაკმარისი ჩართულობა.
Ø  წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ არასაკმარისად მსჯელობა წერილობით.
Ø  სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა დიდი ნაწილის გაუწევრიანებლობა.

5.3 შესაძლო ინტერვენციები
კვლვის პროცესში ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციების ვარიანტები:
v  გაკვეთილების დაგეგმვა და ყურადღების გამახვილება წერით დავალებებზე, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება
v  წერითი დავალებების მიცემის დროს საჭირო და ამომწურავი რეკომენდაციების მიცემა მოსწავლეებისთვის.
v  სკოლის ბიბლიოთეკასთან მჭიდრო თანამშრომლობა
v  მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ლიტერატურულ კონკურსებში
v  მოსწავლეების მიერ დღიურების წარმოება
v  შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა

5.4 განხორციელებული ცვლილებები
შევარჩიე და განვახორციელე ცვლილებები:
ა) დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილები, რომლებშიც გამოყენებული იყო თანამედროვე აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მოსწავლეებში წერითი აზროვნების უნარების განვითარებას. გამოვიყენე საკითხავ ლიტერატურაში მითითებული აქტივობები.  ჩავატარე სამოდელო გაკვეთილიც, რომელშიც გამოვიყენე წერითი უნარების განსავითარებელი აქტივობები:
მაგალითად: ა) „დაწერეთ, როგორ მოგვითხრობდნენ „იავნანას“ სასწაულზე ქეთო, ზურაბ ქართველაძე, ნაიბი და მისი ცოლი და გამტაცებელი ლეკები“. მსგავს აქტივობას ვატარებდი სხვადასხვა თემის გავლისას.
ბ) წერილობით შეადარეთ ერთმანეთს მხატვრული ფილმი „იავნანა“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა. (დავალება უნდა შეესრულებინათ კოგნიტური სქემის დახმარებით)
გ) წერითი დავალებების მიცემისას დიდ ყურადღებას ვაქცევდი სწორი რეკომენდაციების მიცემას მოსწავლეებისათვის.
დ) დაგეგმილ მშობელთა კრებაზე შევხვდი და ვესაუბრე მშობლებს, ყურადღება გავამახვილე მოსწავლეთა ინტერესებზე.
ე) მოსწავლეები გავაწევრიანე სკოლის ბიბლიოთეკაში. ვზედამხედველობდი მათ საქმიანობას.
ვ) ჩავატარეთ აქტივობა: „მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი“
            გაიმართა დისკუსია. ბავშვებმა შეარჩიეს მეგობრის რეკომენდაციით ასტრიდ ლინდგრენის „ბიულერბიუელი ბავშვები“. ისაუბრეს წიგნის გმირებზე, მწერლის მიზანდასახულობაზე, სათქმელზე. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები წერილობით გადმოსცეს.
ზ) მოსწავლეებმა დაიწყეს დღიურების წარმოება. დიდი ნაწილი ხალისით ასრულებდა ამ აქტივობას. ვფიქრობ, ტრადიციად იქცევა დღიურების წარმოება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წერითი უნარების უფრო მეტად  განვითარებას.
თ) ჩავატარე ლიტერატურული კონკურსი: „ჩემი დედა - ჩემი სიცოცხლის საწყისი“
გამოვავლინე შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული 2 მოსწავლე (ანი კოზმავა და ქრისტი გოგიშვილი)

თავი VI
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1  რეკომენდაციები
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1.      მასწავლებელი უნდა ზედამხედველობდეს რას და რა სიხშირით კითხულობენ მოსწავლეები
2.      საგაკვეთილო პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს წერითი მეტყველების უნარებს.
3.      წერითი დავალებების მიცემისას უნდა გავითვალისწინო მოსწავლეთა გემოვნება და მოთხოვნილება
4.      უნდა ვაკონტროლო, რომ წერითი დავალებები მოსწავლეებმა შეასრულონ დამოუკიდებლად, ხარისხიანად, თუმცა მშობელთა ჩართულობა სწავლის პროცესში აუცილებელი პირობაა.
5.      ხშრად მოეწყოს დისკუსიები წაკითხული წიგნის ირგვლივ და მოსწავლეებმა გააკეთონ ჩანაწერები.
6.      გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსებში უზრუნველვყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა.
6.2  ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
Ø  რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული მეთოდებით მუშაობა მოსწავლეებისათვის?
Ø  დაეხმარება თუ არა მოსწავლეებს ახალი მეთოდებით დაგეგმილი გაკვეთილები წერითი დავალებების ხარისხიანად და ხალისით შესრულებაში?
Ø  მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარებათ თუ არა მოსწავლეებს წერითი მეტყველების განვითარებაში?

თანამედროვე მეთოდებით დაგეგმილმა და ჩატარებულმა გაკვეთილებმა მოსწავლეებს გაუიოლა წერითი დავალებების შესრულება. აღნიშნულ გაკვეთილებზე მათი მოთხოვნებისა და გემოვნების გათვალისწინებამ უფრო სახალისო გახადა ადრე რთულად შესასრულებელი წერითი დავალებები. შესრულებული დავალებების მუდმივმა კონტროლმა გაზარდა პასუხისმგებლობა როგორც მოსწავლეებში, ასევე მშობლებში.
მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ვიმუშავე ფოკუსჯგუფთან, სადაც გაირკვა, რომ ამჯერად მშობლებს მეტი ინფორმაცია აქვთ თავიანთი შვილების ლიტერატურულ გემოვნებაზე, ახლა უკვე თავადაც ურჩევენ საკითხავ ლიტერატურას და მეთვალყურეობენ ამ კუთხით შვილების საქმიანობას.
დღიურების წარმოება დამატებითი სტიმული გამოდგა მოსწავლებისათვის, შეესრულებინათ წერითი აქტივობები სისტემატურად. დღიურების საშუალებით გადმოსცემენ ისინი საკუთარ განცდებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და დამოკიდებულებებს ამა თუ იმ ფაქტის მიმართ. განსაკუთრებით გოგონები (კლასში 16 გოგონა და 4 ვაჟია) ხალისით და დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამ წამოწყებას.
შემოქმედებითი ნიჭის მქონე მოსწავლეების გამოვლენამ ხელი შეუწყო კლასში კონკურსებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდას. ბავშვები უკვე ხალისით ჩაერთვებიან ლიტერატურულ კონკურსებში. საგრძნობლად შემცირდა მათი მხრიდან შიში მსგავს აქტივობებში ჩართვისა.

თავი VII
დასკვნა/რეფლექსია
Vდ კლასში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლეებში  წერითი მეტყველების უნარების სუსტად განვითარების მიზეზებია
Ø  მოსწავლეები არ კითხულობენ კლასგარეშე მხატვრულ ლიტერატურას.
Ø  მშობლები ნაკლებად იყვნენ ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში.
Ø  საგაკვეთილო პროცესში არასაკმარისად იყო გამოყენებული წერითი მეტყველების უნარის განსავითარებელი თანამედროვე მეთოდები.

Ø  მოსწავლეთა მხრიდან შიში და დაბალი მოტივაცია წერითი დავალებების შესრულების დროს.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
კვლევის ჩატარების პარალელურად მიღებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს ვაცნობდი კლასის დამრიგებელს და კათედრის წევრებს. კვლევის პროცესი იყო ღია. მქონდა ინფორმაციული და სიტუაციით გამოწვეული შეხვედრები კოლეგებთან. ვითვალისწინებდი მათ აზრსაც კვლევის მიმდინარეობისას.
            კვლევის დასრულების შემდეგ მოხდა კვლევის პრეზენტაცია კათედრაზე.
კვლევამ კოლეგებში მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით ინტერვენციებმა და მეთოდურ ლიტერატურაში მოწოდებულმა მეთოდებმა. მათ აღნიშნეს, რომ თავადაც დანერგავენ თანამედროვე მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა წერითი უნარების განსავითარებლად.
            აღნიშნული კვლევის გამოყენება შეუძლიათ იმ მასწავლებლებს, ვისაც ანალოგიური პრობლემები აქვთ და მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია.











გამოყენებული ლიტერატურა:
http:/www.mastsavlebeli.ge/

დანართი 1
კითხვარი მოსწავლეს

1.       რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობთ ყველაზე ხშირად?





2.       ვინ გირჩევთ საკითხავ ლიტერატურას ?




3.       ხდება თუ არა თქვენი ინტერესების გათვალისწინება საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას?




4.       რა სახის წერითი დავალებები მოგწონთ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე? (ესე;    კითხვებზე პასუხი;       წაკითხული ნაწარმოების გმირის დახასიათება;     ტესტური დავალება...)














დანართი 2
კითხვარი მშობელს

1.       ყველაზე  ხშირად რა ტიპის  წერით  დავალებებს  ასრულებს თქვენი შვილი?
ა) ტესტურს       ბ) წერს თხზულებას      გ) მსჯელობს მთავარ  საკითხზე.

2.       ხშირად ეხმარებით თქვენს შვილს წერითი დავალების შესრულებაში?
ა) დიახ              ბ) არა               გ) იშვიათად


3.       რა ტიპის წერითი დავალების შესრულება უჭირს თქვენს შვილს?
ა) ტესტური     ბ) თხულება     გ) მსჯელობით კითხვებზე პასუხის გაცემა

4.        ყველაზე   ხშირად  რა  ტიპის დახმარებას  უწევთ  მას?
ა) ვუთითებ შინაარსობრივ მხარეზე      ბ) ვუსწორებ  გრამატიკულ  შეცდომებს
გ)  ნაწერის სტრუქტურაზე (აგება) მივუთითებ

5.       რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობს თქვენი შვილი ყველაზე ხშირად?
ა) სათავგადასავლო   ბ) ისტორიული)   გ) სამეცნიერო-ენციკლოპედიური 
დ) არ უყვარს კითხვა

6.       ვინ ურჩევს თქვენს შვილს საკითხავ ლიტერატურას?
ა) თავად არჩევს    ბ) მშობლის დახმარებით არჩევს















დანართი 3


კითხვარი დაწყებითი კლასის მასწავლებელს

1.      რა სიხშირით აძლევდით კლასს წერით დავალებებს მე-4 კლასში?
2.      რა სახის წერითი დავალებები მოსწონდათ მოსწავლეებს?
3.      დამოუკიდებლად ასრულებდნენ თუ არა წერით დავალებებს?
4.      იყვნენ თუ არა ჩართული მშობლები სასწავლო პროცესში?
5.      რა სახის ლიტერატურას კითხულობდნენ მოსწავლეები?
6.      რა სახით ტარდებოდა კითხვის საათის გაკვეთილები მე-4 კლასში?